Belive

დინამო თბილისისა და კლაკსვიკის მატჩს BBC გამოეხმაურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისისა" და "კლაკსვიკის" მატჩს ევროპულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფარერული კლუბის ასეთ წარმატებასა და თბილისელთა განადგურებას არც BBC მოელოდა. "ფარერების პატარა, სათევზაო ქალაქის, რომლის მოსახლეობა 5000 ადამიანს შეადგენს, ინტერესს მხოლოდ ერთი რამ, ფეხბურთი წარმოადგენს," - ასე იწყება პრესტიჟული ბრიტანული გამოცემის სტატია. "მსოფლიოს 107-ე საფეხბურთო ქვეყნისთვის საერთაშორისო და ევროპულ მატჩებზე როგორც წესი, საუბარი, ძალიან იშვიათია. თუმცა, სამშაბათს "კლაკსვიკი" ევროპა ლიგის პლეი-ოფში ირლანდიურ "დანდალკს", ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში დაუპირისპირდება. "კლაკსვიკი", რომლის ბიუჯეტი მხოლოდ 1 მილიონი ევროა, საშინაო მატჩებს მხოლოდ 2600 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე ატარებს. თუმცა, გასულ რაუნდში "დინამო თბილისთან" გამაოგნებელი გამარჯვება (6:1) გუნდმა სხვა სტადიონზე მოიპოვა, ვინაიდანაც ამჟამინდელი მოედანი UEFA-ს კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს," - წერს BBC.

სხვა სტატიები