Belive

დინამო თბილისმა 2 ტურით ადრე ლიდერობა გაიმყარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, "დინამო თბილისმა"სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.

თბილისელები "რუსთავს" ტექნიკურ ცენტრში ეწვივნენ და ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. "რუსთავი" გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა და ქულების მოსაპოვებლად უდიდესი მოტივაცია ჰქონდა, რის გამოც ჩემპიონობისთვის მებრძოლ "დინამოს" მედგარი წინააღმდრგობა გაუწია. მასპინძლებმა "დინამოს" პირველ ტაიმში გაუძლეს, მეორე ნახევარში კი კარის უსაფრთხოების დაცვა ვეღარ მოახერხეს. 74-ე წუთზე, მას მერე, რაც სტუმრებმა მეტოქის კარზე დაწოლა გააძლიერეს, ანგარიში გაიხსნა. თითქმის მოედნის ცენტრიდან ნიკა ნინუას გამოზომილ ჩაწოდებას გიორგი ზარია დახვდა და ცარიელი კარის წინ დარჩენილ ნოდარ ქავთარაძეს უპასა, რომელმაც "დინამო" დააწინაურა. ძირითადი დროის ბოლო წუთზე, ცვლილებაზე შემოსულმა მიხაილო შიშკამ "დინამოს" 3 ქულა გარანტირებული გახადა  - უკრაინელმა ლეგიონერმა დაფეს პასით ისარგებლა და ერთი შეხებით ანგარიში - 2:0 გახადა. ამ გამარჯვებით თბილისელებმა 69 ქულა დააგროვეს, ლიდერობა გაიმყარეს და ბათუმის "დინამოს" 2 ქულით გაასწრეს. რაც შეეხება რუსთაველებს, მათ 37 ქულა აქვთ და ბოლოსწინა - მეცხრე ადგილს იკავებენ

სხვა სტატიები