Belive

დინამო თბილისმა ბელარუსის ნაკრების მეკარე დაიმატა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ექს-ჩემპიონმა, "დინამო თბილისმა" ბელარუსის ნაკრების მეკარე, ანტონ ჩიჩკანი დაიმატა.

27 წლის გოლკიპერის დამატების შესახებ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.

ანტონ ჩიჩკანი ბორისოვის "ბატეს" აღზრდილია და ბელარუსის ყველაზე წარმატებული კლუბის მთავარ გუნდში 5 წლის განმავლობაში ირიცხებოდა და 77 შეხვედრაში აქვს ნათამაშები.

ბოლოს, ჩიჩკანი რუსული "უფას" შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა იქ მხოლოდ 6 თვე გაატარა. 

"დინამო თბილისს" საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 26 ტურის შემდეგ 56 ქულა აქვს დაგროვებული და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას 18 სექტემბერს "გაგრას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები