Belive

დინამო თბილისმა ბრაზილიელი შემტევი დაიმატა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისმა" ბრაზილიელი ფეხბურთელის პერნამბუკო ტრანსფერი გააოფიციალურა. 21 წლის ფლანგის შემტევი საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა უკრაინული "ლვოვიდან" ერთწლიანი იჯარის წესით და გა გამოსყიდვის პირობით დაიმატა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ბრაზილიური "პორტუგესას" აღზრდილია. თბილისური კლუბი თურქული შეკრებიდან უკვე დაბრუნდა და სუპერთასისთვის ემზადება. 23 თებერვალს, "დინამო" დერბიში "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები