Belive

დინამო თბილისმა განელი ფორვარდი დაიმატა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თბილისის "დინამომ" დღეს განელი ფორვარდი, კვამე კარიკარი დაიმატა. 27 წლის ფეხბურთელი ბოლოს "ნეფთჩის" ღირსებას იცავდა, თუმცა მისი აგენტის გუნდთან კონფლიქტის გამო, თამაში არ უწევდა. ცნობილია, რომ თბილისელებმა კარიკარი აზერბაიჯანული გუნდისგან გამოისყიდეს და კონტრაქტი 2021 წლამდე გაუფორმეს. განელ თავდამსხმელს შვედურ "აიკის" შემადგენლობაშიც უთამაშია, სადაც 10 გოლი გაიტანა, თურქეთის მე-2 ლიგის გუნდში კი 12-ჯერ გამოიჩინა თავი. "ნეფთჩიში" კარიკარიმ 2 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები