Belive

დინამო თბილისმა ნიგერიელი მცველი დაიმატა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,დინამო თბილისმა'' პოლონური ,,იაგელონიადან'' იჯარით 21 წლის მარცხენა მცველი, გოდფრი სტეფენ ბიტოკი გაიფორმა. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ნიგერიელი ფეხბურთელი ,,დინამოში'' ერთ სეზონს გაატარებს, შემდეგ კი ქართულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. ,,იაგელონაში'' გადასვლამდე გოდფრი სტეფენი ბელარუსულ ,,ისლოჩში'' თამაშობდა, სადაც ჩატარებულ 58 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. 2019 წელს მცველმა ნიგერიის 23-წლამდელთა ნაკრებში 3 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები