Belive

დინამო თბილისმა ნიგერიელი მცველი დაიმატა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
22 წლის ნიგერიელი მარჯვენა მცველი ლუქმან გილმორი, თბილისის "დინამოში" ითამაშებს. ლუქმანმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, თუმცა, სამწვრთნელო შტაბის სურვილის შემთხვევაში შესაძლოა კონტრაქტი გახანგრძლივდეს. გილმორი, რამდენიმე დღაა "დინამოსთან" ერთად უკვე ვარჯიშობს. იგი ნიგერიული "ლაგოსის" აკადემიის აღზრდილია, შემდეგ სტოკ სიტის აკადემიაშიც ირიცხებოდა. უთამაშია ნიგერიის 17 და 23 წლამდე ნაკრებებში. ბოლოს კი, საქართველოს რანგით მესამე ლიგაში, ხონის "იმერეთში" თამაშობდა.

სხვა სტატიები