დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე განთესილია – ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

egt treasure quest

2021/22 წლების სეზონის ევროტურნირები მოახლოვდა – ზაფხულში ჩემპიონთა ლიგაზე “დინამო თბილისი”, ხოლო UEFA-ს ახალ ტურნირ კონფერენს ლიგაზე “დინამო ბათუმი”, “დილა” და “გაგრა” იასპარეზებენ.

ჩამოთვლილი გუნდებიდან განთესილი მხოლოდ “დინამო თბილისი” იქნება. ჯერ ბევრი სავარაუდო მეტოქე გასარკვევია, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო ზაგრების” (ხორვატია), “ოლიმპიაკოსის” (საბერძნეთი), “ცრვენა ზვეზდას” (სერბეთი), “ლუდოგორეცისა” (ბულგარეთი) და სხვა რამდენი ძლიერ გუნდს პირველ ეტაპზე არ შეხვდება.

გიორგი ნემსაძის გუნდი შესაძლოა დაუპირისპირდეს: წინასაკვალიფიკაციო ეტაპის 2 გამარჯვებულს, “შახტიორს” (ბელარუსი), “შემროკ როვერსს” (ირლანდია), ვალურს (ისლანდია), “ბოდო გლიმტს” (ნორვეგია), “ჰამრუნ სპარტანსსა” (მალტა) და ალბანეთის ჩემპიონს, რომლის ვინაობაც ჯერ ცნობილი არ არის. სავარაუდო მეტოქეების სია 11 ჩემპიონატის გუნდებისგან შეივსება.

როგორც უკვე მოგახსენეთ, “გაგრა”, “დინამო ბათუმი” და “დილა” განუთესავები არიან. მათი პოტენციური მოწინააღმდეგეების სია კიდევ ძალიან ბევრი გუნდით გაიზრდება, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ისინი შეიძლება შეხვდნენ: “ფეჰერვარი” (უნგრეთი), “დანდალკი” (ირლანდია), “სუდუვა” (ლიეტუვა), “სპარტაკ ტრნავა” (სლოვაკეთი), “კლაკსვიკი” (ფარერები), “კუოპიონი” (ფინეთი), “ჰაფნარფიორდური” (ისლანდია), “სუტიესკა” (მონტენეგრო), “ლიეპაია” (ლატვია), “ჰიბერნიანი” (მალტა), “ლევადია” (ესტონეთი), “სტიარნარი” (ისლანდია), “პუშკაშის აკადემია” (უნგრეთი), “უიპეშტი” (უნგრეთი), “შკუპი” (ჩრდ. მაკედონია).

კონფერენს ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრები 15 ივნისს გაიმართება.

(9747)

დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე განთესილია – ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

სტატიის ავტორი
-