Belive

დინამო ზაგრების მწვრთნელს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის ეგიდით, ლონდონის "ტოტენჰემთან" შეხვედრამდე 3 დღით ადრე, დინამო ზაგრების მწვრთნელსა და მის ძმას, 4 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ხორვატიის უზენაესი სასამართლოს განაჩენის თანახმად, ზორან მამიჩი და მის ძმა, ზდრავკო მამიჩი (გუნდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი), 2018 წელს კორუფციულ გარიგებებში იღებდნენ მონაწილეობას. მამიჩს ბრალი არ უღიარებია. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ცხადია, ზორან მამიჩმა "დინამო ზაგრების" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ხორვატული გუნდის ხელმძღვანელობამ მის შემცვლელად დამირ კრზნარი დაასახელა, რომელიც 2020 წლის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ კრზნარს საკმაოდ რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი: 3 დღის შემდეგ, მისი გუნდი საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი "ტოტენჰემის" სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა.