Belive

დინამომ ამხანაგური მატჩი მოიგო 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სანაკრებო პაუზის დროს, თბლისის "დინამო" ეროვნული ლიგის დარჩენილი, მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს. 12 ოქტომბერს, "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მიმდინარე გათამაშების გამოკვეთილ აუტსაიდერ "ვიტ ჯორჯიასთან" ამხანაგური შეხვედრა გამართა და 2:0 იმარჯვა. გოლები 32-ე და 62-ე წუთზე შესაბამისად აკაკი შულაიამ და მათე კვირკვიამ გაიტანეს. "დინამოს" შემადგენლობა ასეთი გახლდათ: ლიტოვჩენკო, რუხაია, ხვადაგიანი, კაპლიენკო, ქიმაძე, ზარია, შიშკა, ქავთარაძე, კუხიანიძე, მჭედლიძე, კარიკარი. შეცვლაზე შევიდნენ: კვირკვია, შულაია, გაგნიძე, გულდედავა, ჯინჯოლავა, მაისაშვილი, ფარულავა, ჩხეტიანი. შეგახსენებთ, ფელის  ვისენტეს შეგირდებს ეროვნულ ლიგაში 62 ქულა აქვთ და პირველ პოზიციას ბათუმის "დინამოსთან" ინაწილებენ.

სხვა სტატიები