Belive

დინამოს მწვრთნელი გაბალასთან მატჩამდე: "წინ ურთულესი დაპირისპირება გველის"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "დინამო თბილისი" ხვალ სტუმრად "გაბალას" დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრამდე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ პრესკონფერენცია გამართა. "ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან,ტრავმირებული მოთამაშეები არ გვყავს. აზერბაიჯანში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვედით და შევეცდებით, რომ მაღალი ხარისხის მატჩი ჩავატაროთ. გვსურს, რომ საპასუხო თამაშამდე თავი კომფორტულად ვიგრძნოთ. რა თქმა უნდა, "გაბალა" შესანიშნავი გუნდია. ვიცით მათი სუსტი და ძლიერი მხარეები. ვფიქრობ, რომ ჩვენი მეტოქე სტანდარტულებს კარგად იყენებს. მათი ბარიერის დასაძლევად 100%-ით დახარჯვა იქნება საჭირო. წინ ურთულეს ორრაუნდიან დაპირისპირებას ველი. რაც შეეხება "დინამო" ახალწვეულს, კვამე კარიკარი ჩვენთან ერთად არის და ვფიქრობ, რომ ხვალინდელ თამაშში დაგვეხმარება. იმედი მაქვს, განელი ფეხბურთელი ქართულ გუნდთან ადაპტაციას მალე გაივლის," - თქვა ფელის ვისტენტემ.  

სხვა სტატიები