Belive

დინამოს მწვრთნელი: "კონფლიქტი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მატჩზე არ იმოქმედებს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
25 ივლისს ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "დინამო თბილისი" სტუმრად "გაბალასთან" ითამაშებს. აზერბაიჯანულ მედიასთან "დინამოს" ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ზაურ სვანაძემ ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მოედანზე დაპირისპირებას ადგილი არ ექნება. "დანაკლისი არ გვაქვს, ფეხბურთელები თავს ძალიან კარგად გრძნობენ. ახლა იმაზე ლაპარაკი არ შემიძლია, თუ როგორ ვართ მომზადებულები "გაბალასთან" მატჩისთვის. რა თქმა უნდა, ანდორულ ბარიერთან შედარებით, აზერბაიჯანულ კლუბთან თამაში გაცილებით რთული იქნება. მეტოქე შევისწავლეთ, გუნდმა რამდენიმე კარგი ტრანსფერი განახორციელა და გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა. მესმის, რომ გაბალაში თამაში რთული იქნება. ეს "დინამოსთვის" დიდი გამოწვევა იქნება. რაც შეეხება ქვეყნებს შორის კონფლიქტს, არ მგონია, რომ მაყურებელმა მოედანზე ფეხბურთის გარდა სხვა რამ უნდა იხილოს. პროფესიონალები ვართ და ჩვენს საქმეს გავაკეთებთ," - განაცხადა "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზაურ სვანაძემ.

სხვა სტატიები