Belive

დინამოს პირველი საზაფხულო ტრანსფერი - 2 წლის წინანდელი ბომბარდირი მოქმედ ჩემპიონში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩვენი ინფორმაციით, "დინამო თბილისმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას პირველი ტრანსფერი განახორციელა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თავდასხმის ხაზს აძლიერებს. Live.ge-ს იფნორმაციით თბილისური კლუბი გიორგი გაბედავას დაიმატებს. 30 წლის ფორვარდი, რომელსაც "საბურთალოსთან" კონტრაქტი ამოეწურა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს უახლოეს დღეებში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. გაბედავას სხვადასხვა დროს "გაგრაში", ზუგდიდის "ბაიაში", საჩხერის "ჩიხურაში", ბათუმის "დინამოსა" და სოსნოვიეცის "ზაგლებიეში" უთამაშია. ბოლოს გაბედავა "საბურთალოს" მაისურს 1 წლის განმავლობაში ირგებდა და 26 შეხვედრაში 8 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთაბა მოახერხა. 2018 წლის სეზონში 22 გატანილი გოლით ის ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სხვა სტატიები