Belive

დინო ძოფი: "იუვენტუსი წელს რეალზე ძლიერია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ლეგენდარულმა დინო ძოფმა ტურინის "იუვენტუსთან" დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუს დამატების შედეგად გუნდმა ძალიან დიდი ძალა მიიღო. ძოფის თქმით, მიმდინარე წელს „იუვენტუსი“ ყველაზე საშიშ ძალას წარმოადგენს და გუნდი მადრიდის „რეალზე“ ძლიერია. "დარწმუნებული ვარ მათ ძალებში. თუკი გუნდის შემადგენლობას დავუკვირდებით, ეს სიმართლეა, თუმცა რამდენად გაამართლებს ჩემი პროგნოზი, ეს მეორე მხარეა," აღნიშნა ძოფმა. ძოფი "იუვენტუსში" 70-80-იან წლებში თამაშობდა და ამ პერიოდში გუნდთან ერთად 6 სერია ა-ს ტიტული, 2 იტალიის თასი და 1 უეფას თასი მოიგო. დინო ძოფი იტალიის ნაკრების კაპიტანი იყო, როდესაც გუნდმა 1982 წელს ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. იგი ამ მომენტში 40 წლის, 4 თვის და 13 დღის იყო და ამ შედეგით, ძოფი ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები