Belive

დიოგო ჟოტას გოლი ლივერპულისთვის საიუბილეო აღმოჩნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
17 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, მეორე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც "ლივერპულმა" "მიდტიულანდს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა დიოგო ჟოტამ, რომელიც "მერსესაიდელებმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ვულვზიდან" შეიძინეს. ეს გოლი ლივერპულისთვის საიუბილეო მე-10 000 აღმოჩნდა.

პირველი გოლი - ჯოკ სმიტი (1892 წლის 3 სექტემბერი)

მეათასე გოლი - ბობი რობინსონი (1906 წლის 24 ნოემბერი)

მე-2000 გოლი - ჰარი ჩემბერსი (1925 წლის 25 დეკემბერი)

მე-3000 გოლი - ჯეკ ბალმერი (1938 წლის 15 ოქტომბერი)

მე-4000 გოლი - ჯიმი მელია (1958 წლის 8 ნოემბერი)

მე-5000 გოლი - იან სეტ ჯონი (1969 წლის 3 სექტემბერი)

მე-6000 გოლი - ტერი მაკდერმოტი (1980 წლის 9 აგვისტო)

მე-7000 გოლი - ჯონ ოლდრიჯი (1989 წლის 26 მარტი)

მე-8000 გოლი - მაიკლ ოუვენი (2000 წლის 26 აგვისტო)

მე-9000 გოლი - სოტირიოს კირიაკოსი (2010 წლის 3 ოქტომბერი)

მე-10 000 გოლი - დიოგო ჟოტა (2020 წლის 27 ოქტომბერი)

სხვა სტატიები