Belive

დისკვალიფიკაცია დინიეს - რატომ ითხოვენ ლივერპულის ფანები ფრანგის დასჯას

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის მე-5 ტურის შეხვედრა "ევერტონსა" და "ლივერპულს" შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. მერსესაიდული დერბიში არაერთი ძალიან უხეში თამაში დაფიქსირდა. ვირჯილ ვან დაიკს "ევერტონის" მეკარე პიკფორდმა უმძიმესი ტრავმა მიაყენა, რის გამოც ნიდერლანდელი 7-8 მატჩს გამოტოვებს. შეხვედრის ბოლო წუთზე "ევერტონმა" ისევ იუხეშა - რიჩარლისონმა ტიაგო ალკანტარას ფეხებში ჩაარტყა, რის გამოც ბრაზილიელმა წითელი ბარათი მიიღო. თამაშის შემდეგ "ევერტონის" ფრანგმა მცველმა ლუკას დინიემ აღნიშნული მომენტიდან სოციალურ ქსელში სახალისო პოსტი გამოაქვეყნა.

აღნიშნულ ქმედებას "ლივერპულის" ფანების გაბრაზება მოჰყვა. "მოწინააღმდეგეს კინაღამ ფეხი მოტეხეს, მაგრამ ეპიზოდს მაინც სასაცილოდ უყურებენ," - წერენ ისინი და დინიეს დისკვალიფიკაციას ითხოვენ.

სხვა სტატიები