Belive

დისკვალიფიკაცია - ონანა ფეხბურთს 1 წლით ჩამოაშორეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"აიაქსის" მეკარე ანდრე ონანა დოპინგის გამოყენების გამო 12 თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად, ამსტერდამული კლუბის მხრიდანაც დადასტურდა.

ონანას ფეხბურთიდან 12 თვით ჩამოშორების გადაწყვეტილება UEFA-ს დისციპლინურმა ორგანომ ახლახანს მიიღო. როგორც ცნობილია, ანდრე ონანამ აკრძალული პრეპარატი ოქტომბერში მიიღო. 24 წლის მეკარემ სახლში ყოფნის დროს თავი ცუდად იგრძნო, რის შემდეგაც მეუღლემ მას Lasimac-ის დამაწყნარებელი აბები დაალევინა. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს აბები მსუბუქ ნარკოტიკში გადის, დოპინგ ტესტზე კი კამერუნელი ფეხბურთელი ამიტომ ჩავარდა. "აიაქსმა" განაცხადა, რომ გუნდი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სხვა სტატიები