Belive

დონარუმა ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონია, ამაში კი დიდი წვლილი მიუძღვის "სკუადრა აძურას" მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმას. ახალგაზრდა ფეხბურთელი ფინალის შემდეგ ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. დონარუმამ საკუთარი ნაკრები პენალტების ორ სერიაში გადაარჩინა. ჯერ ნახევარფინალში ესპანეთთან, ახლა კი გადამწყვეტ მატჩში, ინგლისის წინააღმდეგ. ჯანლუიჯიმ მთელი ტურნირის მანძილზე კარი მშრალად სამჯერ შეინახა. "პსჟ"-ს 22 წლის ახალწვეული კასპერ შმეიხელის შემდეგ პირველი მეკარეა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ დონარუმამ გუშინ ინგლისთან კარიერაში მე-5 პენალტების სერია მოიგო.

სხვა სტატიები