Belive

დონარუმა სათადარიგოთა სკამზე | პსჟ-ს მთავარი კიპერი კვლავ ნავასი იქნება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021/22 წლების სეზონში, ჯიჯი დონარუმა სათადარიგოთა სკამზე იჯდება და პარიზული გრანდის ნომერ პირველი არჩევანი კვლავ კეილორ ნავასი იქნება. "მილანთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ჯიჯი დონარუმა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. არაერთი წყაროს მტკიცებით, იტალიელ კიპერსა და პარიზულ გრანდს შორის შეთანხმება მიღწეულია და ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დონარუმა კონტრაქტს ხელს მოაწერს - თუმცა ფრანგულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, კონტრაქტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. დონარუმას კალიბრის კიპერისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მისი გაფორმებით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ნამდვილად არაა იდეალური ვარიანტი. TeleFoot-ის მტკიცებით, დონარუმას ნავასის კონკურენციის დაძლევა მოუწევს. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ნეიმარი და "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელები მხარს კეილორ ნავასს უჭერენ.

სხვა სტატიები