Belive

დონარუმა შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჯი დონარუმა პარიზში უკმაყოფილოა და "პარი სენ-ჟერმენის" დატოვების შესაძლებლობას განიხილავს. პარიზულ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასული დონარუმა მიმდინარე სეზონში სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის. დონარუმამ პარიზელების მაისური მხოლოდ 2 შეხვედრაში მოირგო და კეილორ ნავასთან ურთულეს კონკურენციაში იმყოფება. "ბიანკონერიმ" ჯიჯი დონარუმას ტრანსფერი იმ მიზეზით არ განახორციელა, რომ ტურინული გრანდის მესვეურებს გუნდში ორი მაღალი დონის მეკარის ყოლა არ სურთ. ვოიცეხ შესნის კონტრაქტი 2024 წელს იწურება, თუმცა Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, "იუვენტუსმა" შესაძლოა გეგმები შეცვალოს და ზაფხულში 22 წლის კიპერის ტრანსფერი განახორციელოს. ჯიჯი დონარუმა EURO 2020-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მაგრამ მიუხედავად ამისა "პარი სენ-ჟერმენის" ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება გაუჭირდა.

სხვა სტატიები