Belive

დონარუმამ სამპდორიასთან უხეში შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური "მილანის" მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, "სამპდორიასთან" დაშვებული შეცდომისთვის გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა. ახალგაზრდა მეკარის შეცდომას "სამპდორიას" გოლი მოჰყვა, რამაც "მილანს" მარცხი მოუტანა.
  "მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის - მათ თამაშის დასრულებისთანავე ჩემი დამშვიდება სცადეს. ხანდახან შეცდომები ყველას მოსდის და მინდა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო. გასულ წელს საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა, რომლის გადალახვაც წარმატებით შევძელი, ასე რომ ამასაც გადავლახავ", - აღნიშნა დონარუმამ.

ასევე იხილეთ: ლეონარდო: “გატუზოს გაშვებას არ ვაპირებთ!”

სხვა სტატიები