Belive

დონარუმას კონტრაქტის დეტალები ცნობილია ?!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური და ფრანგული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჯი დონარუმა "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გაფორმების ზღვარზეა. წყაროს მტკიცებით, პარიზული გრანდის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში დაადასტურებენ ტრანსფერს. Sky Sport Italia აღნიშნავს, რომ იტალიელი კიპერი პარიზულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. კონტრაქტის თანახმად, დონარუმა მხოლოდ ხელფასის სახით, ყოველწლიურად €12 მილიონს მიიღებს, რომელსაც ბონუსებიც დაემატება. დონარუმა სამედიცინო შემოწმებას ფლორენციაში, EURO 2020-ის დაწყებამდე გაივლის. "პარი სენ ჟერმენთან" მოლაპარაკებების დაწყებამდე, ჯიჯი დონარუმამ "მილანის" წინადადება არ მიიღო და იტალიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. "როსონერი" დონარუმას ყოველწლიურად €8 მილიონს სთავაზობდა.

სხვა სტატიები