დორტმუნდი 4:3 აუგსბურგი – გოლების წვიმა სიგნალ იდუნა პარკზე (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, “დორტმუნდი” “აუგსბურგს” დაუპირისპირდა. “სიგნალ იდუნა პარკზე” შეკრებილი პუბლიკა დრამატული ქამბექის მომსწრე გახდა. პირველი ტაიმი სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა (0:1) მეორე ტაიმში კი გულშემატკივარმა გოლების წვიმა იხილა. საბოლოოდ, უხვგოლიანი მატჩი “დორტმუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა პაკო ალკასერმა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა “დორტმუნდის” გამარჯვებაში.

(1087)

სტატიის ავტორი
-