Belive

დორტმუნდი ადასტურებს - ჰოლანდმა ტრავმა მიიღო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში დორტმუნდის "ბორუსია" შინ "ბაიერნთან" 0:1 დამარცხდა, რითაც მისი საჩემპიონო შანსები ერთმნიშვნელოვნად შეუმცირდა. შეხვედრის 72-ე წუთზე ლუსიენ ფავრს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. 19 წლის ნორვეგიელი ტალანტის ერლინგ ჰოლანდის ნაცვლად მოედანზე 17 წლის ჯოვანი რეინა გამოჩნდა. ბორუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა დღეს დაადასტურა, რომ ჰოლანდი ტრავმირებულია, თუმცა დაზიანება სერიოზული არ ჩანს.
"არ ვფიქრობ, რომ ის საქმეს დიდი ხნით ჩამოსცილდება. ერლინგმა მუხლის ტრავმა მიიღო, თუმცა სიმძიმე, ჯერჯერობით, არ ვიცით," - განაცხადა ლუსიენ ფავრმა.
ერლინგ ჰოლანდმა "დორტმუნდის ბორუსიას" მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში 13 გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები