Belive

დორტმუნდი იუვენტუსის ფორვარდით ინტერესდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანული და იტალიური მედია საშუალებების მტკიცებით, "დორტმუნდმა" მარიო მანჯუკიჩის თაობაზე "იუვენტუსს" ოფიციალური წინადადებით მიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიან გერმანულ ტაბლოიდ Bild-ზე დაყრდნობით, Calciomercato ავრცელებს.  ტურინელთა ხორვატი შემტევის მიმართ ინტერესს დორტმუნდელები დიდი ხანია იჩენენ, თუმცა მასიმილიანო ალეგრის მანჯუკიჩის შენარჩუნება სურს. იტალიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მანჯუკიჩი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და მასთან გამომშვიდობება ჯერ კიდევ ნაადრევია. გასულ ზაფხულს, "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებოდა მანჯუკიჩის შეძენით, თუმცა ბიანკონერიმ წითელ ეშმაკებს უარი შეუთვალა.

სხვა სტატიები