Belive

დორტმუნდი მატჩის შემდეგ ჰუმელსის გარეშე დაბრუნდა - ვიცე-კაპიტანი ვერავინ შეამჩნია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
20 თებერვალს, სანაკრებო პაუზის დაწყებამდე, დორტმუნდის "ბორუსია" სტუმრად "კიოლნს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. მატჩიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, გერმანულ მედიაში კურიოზული ინფორმაცია ვრცელდება. ადგილობრივი გამოცემების თანახმად, "ბორუსია" თამაშის შემდეგ დორტმუნდში ვიცე-კაპიტნის, მატს ჰუმელსის გარეშე დაბრუნდა. როგორც აღმოჩნდა, გუნდის არცერთ ფეხბურთელს გამოცდილი ცენტრალური მცველი არ გახსენებია. საბოლოოდ, ჰუმელსს კიოლნიდან მარტო წამოსვლა მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგის გასულ ტურში "დორტმუნდი" შინ "აინტრახტთან" 1:2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მასპინძლების რიგებში სწორედ ჰუმელსმა გაიტანა.

სხვა სტატიები