Belive

დორტმუნდის ბორუსია ბუნდესლიგის ზამთრის ჩემპიონია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის "ბუნდესლიგაში" 2018 წელი დასრულდა და დორტმუნდის "ბორუსია" ზამთრის ჩემპიონი გახდა. "ბორუსიამ" 2018 წლის ბოლო მატჩში მეორე ადგლზე მყოფი "გლადბახი" საკუთარ მოედანზე მიიღო და 2:1 დაამარცხა. ამ მატჩამდე სხვაობა 6 ქულა იყო. ახლა კი 9 ქულა გახდა და ჯერ-ჯერობით როგორც "გლადბახი", ისე მიუნხენის "ბაიერნიც" "ბორუსიამდე" მიუწვდომელები არიან. გერმანიის "ბუნდესლიგაში" 2018 წლის სათამაშო პერიოდი დღეს და ხვალ დასრულდება. 2019 წლის პირველი თამაშები კი 18 იანვრიდან განახლდება.

სხვა სტატიები