Belive

დორტმუნდის ბორუსია ენტონი ელანგას აკვირდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Talk Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ენტონი ელანგას შეძენით "დორტმუნდი" ინტერესდება. გარდა ამისა, შვედი გარემარბის შეძენა პრემიერ ლიგის გუნდებსაც სურთ.

ალექს კრუკის თქმით, "მანჩესტერს" ელანგას იჯარის წესით გაშვება შეუძლია და შვედს ალეხანდრო გარნაჩო ჩაანაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ელანგას შეძენა "ევერტონსა" და "ბორნმუთსაც" სურს, უფრო მიმზიდველი მაინც გერმანიაში გამგზავრება ჩანს.

ასევე Talksport-ის ცნობით, ახალგაზრდა შემტევის მომავალი შესაძლოა იმაზე იყოს დამოკიდებული, შეიძენს თუ არა "იუნაიტედი" ახალ ფეხბურთელს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე.

ოლე გუნარ სულშერისა და რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობის ქვეშ შვედმა 27-ჯერ ითამაშა. თუმცა, ერიკ ტენ ჰაგის მოსვლის შემდეგ, ელანგას პრემიერ ლიგაში არ უთამაშია და უკვე 11 თვეა, რაც გოლი არ გაუტანია.

სხვა სტატიები