Belive

დორტმუნდის ბორუსიამ კრისტიან პულიშიჩის სატრანსფერო ფასი დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანული ფეხბურთის გრანდი, დორტმუნდის "ბორუსია" მზად არის ამერიკელი ფეხბურთელი 80 მილიონ ევროდ გაყიდოს. 20 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენა "პრემიერლიგის" გრანდებს, "ლივერპულსა" და "ჩელსის" სურთ. კრისტიან პულიშიჩით "პარი სენ-ჟერმენიც" დაინტერესებულია. სამივე გრანდს სამომავლო ხედვაში აქვთ ამერიკელის გადაბირება. თავად ფეხბურთელს კი "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. როგორც ცნობილია, პულიშიჩი იანვარში გუნდს არ დატოვებს, თუმცა თუ ზაფხულში მასში დიდ თანხას გადაიხდიან, "ბორუსია" მზად არის გაყიდოს. კრისტიან პულიშიჩი დორტმუნდის "ბორუსიაში" 2016 წლიდან თამაშობს. ყველა ტურნირზე ერთად 107 შეხვედრაში 15 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები