Belive

დორტმუნდის ბორუსიასთან მატჩში გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2022/23 წლების სეზონის დაწყებამდე, საფეხბურთო კლუბები სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდს გადიან. სწორედ ზაფხულის შეკრების ფარგლებში, ესპანური "ვალენსია" ამხანაგურ შეხვედრებს ატარებს, პირველ მათგანში კი გერმანული ფეხბურთის გრანდს, დორტმუნდის "ბორუსიას" უპირისპირდება. მნიშვნელოვანია, რომ "ღამურების" ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იმყოფება, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო უდიდესი ალბათობით, ახალ სეზონში მთავარ გოლკიპერად განიხილავს. "ვალენსიასა" და "დორტმუნდის" მატჩი ავსტრიაში, საფეხბურთო კლუბ "ალტახის" სტადიონზე გაიმართება.
რაც შეეხება "ვალენსიას" უახლოესი ამხანაგური შეხვედრების კალენდარს, იგი შემდეგნაირად გამოიყურება: 20 ივლისი: “სენტ გალენი” | ბუხენვალდი – გოსაუ, შვეიცარია 23 ივლისი: “შტუტგარტი” | მერსედეს-ბენც არენა, ბერლინი, გერმანია

სხვა სტატიები