Belive

დორტმუნდის და მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი ნიკა ნინუას თანაგუნდელი გახდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის "ბორუსიას" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, შინჯი კაგავა ქართველი ნახევარმცველის ნიკა ნინუას თანაგუნდელი გახდა. 31 წლის იაპონელმა "პაოკთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და ბერძნულ კლუბში 23-ნომრიან მაისურს მოირგებს. კაგავა ბოლოს გიორგი პაპუნაშვილის ყოფილ კლუბ, "სარაგოსაში" ირიცხებოდა და ქართველ ფეხბურთელთან ერთად მოედანზე 5 მატჩში ითამაშა.

კაგავას კარიერის განმავლობაში2-ჯერ ბუნდესლიგა, ერთხელ პრემიერლიგა, 2 გერმანიის თასი და თითო-თითო ინგლისისა და გერმანიის სუპერთასი მოუგია. რაც შეეხება ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, ის სალონიკურ კლუბს 2020 წლის ზაფხულში, "დინამო თბილისიდან" შეუერთდა და 6 მატჩში თითო-თითო გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

სხვა სტატიები