Belive

დორტმუნდმა გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი გაიფორმა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის "ბორუსიამ" 23 წლის გერმანელი ფეხბურთელი, იულიან ბრანდტი შეიძინა. ახალგაზრდა მოთამაშე "ლევერკუზენში" 2014 წლიდან თამაშობს. "ფარმაცევტების" შემადგენლობაში გერმანელმა შემტევმა 214 მატჩი ჩაატარა და 41 ბურთი გაიტანა. იულიან ბრანდტს გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები აქვს. ეროვნულ გუნდში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა. სულ კი "ბუნდესნაკრების" შემადგენლობაში 24 თამაში ჩაატარა და 2 ბურთი გაიტანა. იულიან ბრანდტი გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. 2019-20 წლების სეზონს ის დორტმუნდის "ბორუსიაში" დაიწყებს.

სხვა სტატიები