Belive

დორტმუნდმა ჰოლანდის შემცვლელი შეარჩია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პსვ ეინდჰოვენის'' თავდამსხმელმა, დონიელ მალენმა, კარიერა, შესაძლოა, ბუნდესლიგაში გააგრძელოს. იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ცნობით, ნიდერლანდელის ტრანსფერით დორტმუნდის ,,ბორუსია'' ინტერესდება. დორტმუნდში 22 წლის ფეხბურთელს ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად განიხილავენ, რომლის ყიდვაც ევროპის არაერთ გრანდს სურს. ,,ბორუსიას'' გარდა, მალენის ტრანსფერზე ტურინის ,,იუვენტუსი'', ,,მილანი'' და ,,ლივერპულიც'' მუშაობს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა ,,პსვ-ის'' მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. transfermarkt-ი ნიდერლანდელს 30 მილიონ ევროდ აფასებს.

სხვა სტატიები