Belive

დორტმუნდმა ლუსიენ ფავრი დაითხოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურში "დორტმუნდი" საკუთარ მოედანზე "შტუტგარტთან" ანგარიშით 1:5 განადგურდა. სწორედ შაბათს განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ მიიღო კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება 63 წლის შვეიცარიელი სპეციალისტის, "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაშვებაზე. ბუნდესლიგაში 11 შეხვედრის შემდეგ "დორტმუნდი" 19 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო, 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. როგორც ჩანს, გერმანული კლუბისთვის ასეთი უარყოფითი შედეგი მიუღებელი აღმოჩნდა, რამაც ფავრის გუნდიდან გაშვება გამოიწვია. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: " "დორტმუნდის ბორუსია" ემშვიდობება მთავარ მწვრთნელს ლუსიენ ფავრს კლუბი მადლობას უხდის მას საქმისადმი ერთგულებისთვის და მომავალში წარამტებებს უსურვებს".



"დორტმუნდმა" მთავარი მწვრთნელის დროებით შემცვლელად ფავრის ასისტენტი ედინ ტერზიჩი დანიშნა. ტერზიჩი "დორტმუნდს" მიმდინარე სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. ლუსიენ ფავრი გერმანულ კლუბში 2018 წლის ზაფხულიდან მოყოლებული მუშაობდა.

სხვა სტატიები