Belive

დორტმუნდმა მანჩესტერს სანჩოს ფასი დაუსახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნის შემდეგ შემადგენლობის გაძლიერების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან. ამჯერად საქმე ეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელიც მიმდინარე პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კლუბია ტრანსფერებთან დაკავშირებულ საკითხებში. უნდა აღინიშნოს, რომ "წითელი ეშმაკები" უამრავი ფეხბურთელის ტრანსფერით არიან დაინტერესებული, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურა მათთვის ჯეიდონ სანჩოა. "დორტმუნდის" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება საკმაოდ მაღალია, Bild-ის ცნობით გერმანული კლუბი ფეხბურთელს ტრანსფერზე დააყენებს და მისი ფასი 120 მილიონი ევრო იქნება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სანჩოს ტრანსფერზე დაყენება გადაწყვეტილი საკითხია, თუმცა პრესაში საკმაოდ აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "დორტმუნდმა" მისი ფასის გასაჯაროვებით ფაქტობრივად ირიბი შეთავაზება გაუგზავნა "მანჩესტერ იუნაიტედს". ამჟამად არსებული კონტრაქტის თანახმად ჯეიდონ სანჩოს გერმანულ კლუბთან კიდევ 2-წლიანი ასპარეზობა აკავშირებს.

სხვა სტატიები