Belive

დორტმუნდთან ლიდერის გარეშე? - პსჟ-ს შანსები მცირდება 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპემ შესაძლოა დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა გამოტოვოს. Le Parisien-ის ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელს მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს არ შეუძლია ზუსტი ინფორმაციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, ითამაშებს თუ არა ფრანგი თავდამსხმელი მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. საფრანგეთის დედაქალაქში გასამართი შეხვედრა 12 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. მიმდინარე სეზონში, 21 წლის ტალანტმა 32 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა

სხვა სტატიები