Belive

დრაგოვსკი - მე ვისწავლე თუ როგორ ასრულებს რონალდუ თერთმეტმეტრიანებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მატჩი "იუვენტუსსა" და "ფიორენტინას" შორის. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე "ფიორენტინას" გოლკიპერმა ბართლომეუ დრაგოვსკიმ განაცხადა - "მე ზედმიწევნით კარგად შევისწავლე კრიშტიანუს თამაში და ვიცი როგორ ასრულებს თერთმეტმეტრიანებს. პორტუგალიელს დარტყმის სტილის შეცვლა მოუწევს. გულწრფელად, რომ გითხრათ ვიმედოვნებ, დღეს ჩემს კარში პენალტი არ დაინიშნება." დღევანდელ მატჩში კი "ფიორენტინას" კარში ორი პენალტი დაინიშნა და კრიშტიანუ რონალდუმ ორივე იდეალურად შეასრულა. ამით კი პორტუგალიელმა დრაგოვსკის განცხადება კომიკური გახადა. აღსანიშნავია ისიც, რომ 22 წლის მეკარემ მხოლოდ პირველ პენალტზე შეძლო კუთხის გამოცნობა. მეორე თერთმეტმეტრიანის დროს დრაგოვსკი საპირისპირო მხარეს გადახტა

სხვა სტატიები