Belive

დრამატული ბრძოლა ლისაბონში - "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალისტია

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

რამდენიმე წუთის წინ, ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს "პსჟ" და "ატალანტა" დაუპირისპირდნენ.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. თამაში პირველივე წუთებიდან აქტიური იყო, მე-6 წუთზე "პსჟ"-ს ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარმა 100%-იანი შანსი ვერ გამოიყენა, როდესაც იგი იტალიელ კიპერთან ერთიერთზე დარჩა და არაზუსტად დაარტყა. მატჩის პირველი გოლი 27-ე წუთზე გავიდა, გოლის ავტორი იტალიური კლუბის შემტევი - პაშალიჩი გახლდათ. მან ულამაზესი შორეული დარტყმით აიღო კეილორ ნავასის კარი. საბოლოოდ პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 იტალიელთა უპირატესობით დასრულდა.

მეორე ტაიმში  პარიზელები შეტევას-შეტევაზე ქმნიდნენ, თუმცა იტალიელების გატეხვას ვერ ახერხებდნენ. თამაში ძალიან დაიძაბა და მატჩის მთავარ 7 წუთიან მონაკვეთში (50 წუთიდან 57 წუთამდე) 4 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია.

75-ე წუთიდან ფრანგებმა მოედნის სრული უპირატესობა მოიპოვეს და მთელი გუნდით უტევდნენ. მატჩის ძირითადი დროის ბოლო, 90-ე წუთზე, ხანგრძლივმა მწვავე შეტევებმა შედეგი გამოიღო და პარიზელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გოლის ავტორი ბრაზილიელი მცველი - მარკინიოსი იყო. გატანილი გოლიდან 2 წუთში პარიზელებმა იტალიელები საბოლოოდ გატეხეს და მეორე გოლი გაუტანეს, კერერის ულამაზესს პასს კილიან მბაპეს შესანიშნავი საგოლე გადაცემა მოჰყვა და გოლი ჩუპო მოტინგმა გაიტანა. საბოლოოდ ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 2:1, "პსჟ"-ს სასარგებლოდ დაფიქსირდა.

"პსჟ" 2019/2020 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალისტია.

სხვა სტატიები