Belive

დრამატული მატჩი ჩემპიონშიფში - რუნის დერბი დაქვეითებას გადაურჩა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიფის ბოლო ტურში ,,დერბი ქაუნთიმ'', რომელსაც უეინ რუნი წვრთნის, ,,შეფილდ უენსდეის'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა 78-ე წუთზე პენალტით გაათანაბრეს. ,,დერბის'' ჩემპიონშიფში დასარჩენად სწორედ დღეს მოპოვებული ქულა დაეხმარა. 46 ტურის შემდეგ, რუნის გუნდმა ჩემპიონატში 44 ქულით 21-ე ადგილი დაიკავა და გასავარდნ ზონას 1 ქულით გადაურჩა. შედეგად, ინგლისის ლიგა ერთში ,,უიკომბ უონდერერსი'', ,,როტერჰემ იუნაიტედი'' და ,,შეფილდ უენსდეი'' გავარდნენ.


უეინ რუნი ,,დერბი ქაუნთის'' მთავარ მწვრთნელად 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა. ინგლისელის ხელმძღვანელობით გუნდმა 36 მატჩი ჩაატარა, 10 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა, 18-ში კი დამარცხდა.

სხვა სტატიები