Belive

დრამატული მატჩი და გამარჯვება ჩემპიონთან - კვარაცხელიას სტატისტიკა ზენიტის წინააღმდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რუსეთის პრემიერ ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში, ყაზანის "რუბინმა" მოქმედი ჩემპიონი სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" მიიღო და დრამატული სცენარით განვითარებულ შეხვედრაში - 2:1 დაამარცხა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი 41-ე წუთზე, ჯორჯე დესპოტოვიჩის მიერ გატანილი პენალტის მეშვეობით მოიგეს და ანგარიშში უპირატესობას 75-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, ვიდრე მათ საჯარიმოში შექმნილ არეულობას გოლი არ მოჰყვა. საბოლოოდ, გამარჯვების მოპოვება "რუბინმა" დამატებულ დროში მოახერხა. 92-ე წუთზე, მეტოქის ნახევარზე მყოფი ყაზანელთა ერთადერთმა ფეხბურთელმა დენის მაკაროვმა ბრწყინვალედ ითამაშა და "რუბინი" ისევ დააწინაურა. ამის მიუხედავად, პეტერბურგელებს ქულის გადარჩენა მაინც შეეძლოთ, თუმცა VAR-ის მიერ ხანგრძლივად განსჯილ ეპიზოდში დანიშნული და არტიომ ძიუბას მიერ შესრულებული 11-მეტრიანი მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, იური დიუპინმა მოიგერია და გუნდს გამარჯვება მოუტანა. ტრადიციულად, ლეონიდ სლუცკის გაწვრთნილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულადაც ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ. ახალგაზრდა ქართველ ტალანტს გოლებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა თანაგუნდელებს არაერთი ეფექტური ქმედებით დაეხმარა. საერთო ჯამში, მან whoscored-ის ვერსიით, 7.9 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა, რაც თანაგუნდელებს შორის მესამე, მთლიანად შეხვედრაში კი მეოთხე შედეგი გახლდათ. 20 წლის შემტევის დეტალური სტატისტიკა ასეთია: ბურთთან შეხება: 61 პასის სიზუსტე: 15/20 (75%) გამჭოლი პასი: 1 გრძელი გადაცემა: 3 დარტყმა: 3 მოედანზე მოგებული ორთაბრძოლა: 14/30 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა: 3/4 წარმატებულად განხორციელებული დრიბლინგი: 9/15 ჯარიმა: 2 მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 3 ჩაჭრა: 2 შეტევის მოგერიება: 1 საერთო შეფასება: whoscored.com: 7.9 sofascore.com: 6.5
No description available.
ამ სეზონში, საქართველოს ნაკრების შემტევის აქტივში 18 შეხვედრაში გატანილი 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. ამ გამარჯვების შემდეგ, "რუბინს" 34 ქულა აქვს და მერვე ადგილს იკავებს, ოთხეულში მყოფ "სოჭის" კი 3 ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას კვარაცხელიას გუნდი 14 მარტს, გასვაარდნ ზონაში მყოფი ჯიმი ტაბიძის "უფას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები