Belive

დრენტე: "რობინიომ სახლი ღამის კლუბად გადააკეთა, სადაც ხშირად დავდიოდი"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, როისტონ დრენტემ, მადრიდულ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა და რობინიოზე ისაუბრა. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რობინიოზე საინტერესო კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბრაზილიელს სახლი მინი ღამის კლუბად ჰქონდა გადაკეთებული.
"რობინიოსთან კარგი ურთიერთოობა მქონდა. მას სახლში მინი ღამის კლუბი ჰქონდა გაკეთებული და იქ ხშირად დავდიოდი. ყველასთან თბილი დამოკიდებულება მქონდა. იქ მისვლისას, თავი მალევე ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. ყველა თბილად დამხვდა. გუტი ძალიან მეგობრულად მომიდგა, ის რეალის ადამიანია, ნამდვილი ლეგენდა. ბავშვობაში აღტაცებული ვიყავი ყველაფრით, რაც მადრიდს ეხებოდა. ამ კლუბის გლამურმაც მომხიბლა, როდესაც ფილმი "გოლი" ვიხილე - მინდოდა, ამ ყველაფრის ნაწილი გავმხდარიყავი. ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ამიხდა" - განაცხადა დრენტემ.
როისტონ დრენტე "რეალის" შემადგენლობაში 2007-10 წლებში ითამაშა. 65 თამაშის ჩატარება შეძლო და 4 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები