Belive

დრენტე | საკმარისია ერთხელ მოირგო რეალის მაისური და სამუდამოდ ბლანკო ხარ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალისა" და "ჰერკულესის" ყოფილი ნახევარმცველი - როისტონ დრენტე, კვლავ ესპანეთში დაბრუნდა და "რასინგ მურსიას" ღირსებას დაიცავს. "რასინგ მურსია" ტერსერას დივიზიონში, 13ბ ჯგუფს სათავეში უდგას. კლუბის მესვეურები იმედოვნებენ, რომ როისტონ დრენტე კლუბის წარმატებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და სეგუნდა დივიზიონ ბ-ში აღზევებაში დაეხმარება. "საკმარისია ერთხელ მოირგო "რეალის" მაისური და სამუდამოდ "ბლანკო" ხარ. "რეალში" თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. თავდაპირველად ამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ვიმედოვნებ, ყველაფერი დალაგდება და კლუბისთვის სარგებლის მოტანას შევძლებ. "რასინგ მურსიას" წევრები ძალიან კარგად დამხვდნენ. თავს კარგად ვგრძნობ და მოუთმენლად ველი ვარჯიშის დაწყებას. მთავარ მწვრთნელთან ჯერ არ მისაუბრია მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მათამაშებს", -აღნიშნა როისტონ დრენტემ. შეგახსენებთ, როისტონ დრენტე "რეალის" ღირსებას 2007-12 წლებში იცავდა. მადრიდული კარიერის უკანასკნელი ორი წელი მან იჯარის სახით "ჰერკულესში" გაატარა. კარიერის განმავლობაში, დრენტე "ევერტონის", "რედინგის", "შეფილდისა" და როტერდამის "სპარტას" ღირსებას იცავდა.

სხვა სტატიები