Belive

დრენტე: ,,თავი ღმერთი მეგონა, მიყვარდა ქალები და წვეულებები''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, როისტონ დრენტემ, დაასახელა მიზეზები, რამაც მისი კარიერის განვითარებას ხელი შეუშალა:

,,მზად არ ვიყავი, რომ პროფესიონალი გავმხდარიყავი. თავი ღმერთი მეგონა, ზედმეტად მიყვარდა ქალები და წვეულებები. თუ გინდა, რომ მწვერვალზე იყო, ამ ყველაფრის გაერთიანება, შეუძლებელია. კარიერის პიკში 20 წლის ასაკში ვიყავი, ეს წარმოუდგენელი გრძნობა იყო. ,,რეალის'' გასახდელში შესვლაზე ვოცნებობდი, ეს ყველაფერი არასდროს დამავიწყდება.

არსებობს ფეხბურთელის ცხოვრება და არსებობს პირადი ცხოვრება. ჩემთვის ყველაზე რთული იმის გაცნობიერება იყო, რომ რაღაცები სასწრაფოდ უნდა შემეცვალა. ახლა ვხვდები, რომ შეცდომები დავუშვი. ცხოვრება მოკლეა და პროფესიონალი უნდა იყო...

არ მინდა იმის თქმა, რომ საშინელი კარიერა მქონდა, პირიქით, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშით ძალიან ბედნიერი ვიყავი, ამას ვერავინ წამართმევს,'' - დრენტეს სიტყვებს Marca ციტირებს.

როისტონ დრენტე ,,რეალში'' 2007-2012 წლებში თამაშობდა (ბოლო ორი სეზონი ,,ერკულესსა'' და ,,ევერტონში'' იყო განათხოვრებული). ნიდერლანდელმა ,,სამეფო გუნდის'' მაისურით ჩატარებულ 65 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

35 წლის ნახევარმცველი ახლა ,,რასინგ მერიდას'' ფეხბურთელია.

სხვა სტატიები