Belive

დროგბა მბაპესა და ნეიმარის შესახებ კომენტარს აკეთებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ფეხბურთელი დიდიე დროგბა "პარი სენ-ჟერმენის" ორი სუპერვარსკვლავის - კილიამ მბაპესა და ნეიმარის შესახებ კომენტარს აკეთებს. "ვფიქრობ, რომ კილიამ მბაპეც და ნეიმარიც შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ორივე მათგანს აქვს უამრავი საკმაოდ დიდი დადებითი თვისება. მე გამოვყოფდი ერთ რამეს - ნეიმარს თავისუფალი სივრცის შექმნა უყვარს, კილიანი კი სწორედ ამ სივრცეებს იყენებს. ნეიმარი ქმნის, მბაპე კი აგვირგვინებს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც პარიზელები ამ ორი ფეხბურთელის გარეშე ვერ აკეთებენ და აღწევენ სასურველ შედეგსა თუ მიზანს. ვფიქრობ, რომ მოვა დრო, როდესაც ორივე მათგანს ექნება კუთვნილი ოქროს ბურთი", - აცხადებს კოტ-დ'ივუარელი თავდამსხმელი AS-თან ინტერვიუში მბაპესთან და ნეიმართან დაკავშირებით. შეგახსენებთ, დიდიე დროგბამ 2017/18 საფეხბურთო სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულა.  

სხვა სტატიები