Belive

დროგბას ფავორიტი ოქროს ბურთზე 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა კოტ-დ’ივუარელმა ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა. "ჩელსის" ლეგენდას სჯერა, რომ პრესტიჟულ ჯილდოს ლივერპულის ლიდერი მოიგებს. "ჩემი ფავორიტი სადიო მანეა. აფრიკის თასზე, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში მისი გამოსვლა შთამბეჭდავი იყო. ის, რასაც პრემიერლიგაში მანე აკეთებს, ყველას არ შეუძლია. სავარაუდოა, რომ ის ჟორჟ ვეას მიღწევებს გაიმეორებს.  ევროპაში ბევრ მაღალი დონის აფრიკელ ფეხბურთელს უთამაშია. სამწუხაროა, რომ ყველას როგორც აფრიკელებს ისე განიხილავენ და მათი სამშობლო არავის აინტერესებს. ჩვენ მბაპეს ევროპელს არასდროს ვუწოდებთ, არამედ ვიტყვით, რომ ის ფრანგია, აფრიკასთან მიმართებაში კი სიტუაცია განსხვავებულია",-თქვა დროგბამ.

სხვა სტატიები