Belive

დროგბას შვილი იტალიურ კლუბში იასპარეზებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" ლეგენდის - დიდიე დროგბას შვილი იტალიის სერია დ-ს ბინადარი კლუბის ღირსებას დაიცავს. "ჩელსის" ახალგაზრდული კლუბისა და "გენგამის" მეორე გუნდში ასპარეზობის შემდეგ, ისააკ დროგბამ "კარატეზეს" მაისური მოირგო. 20-წლის შემტევის დამატების შემდეგ, "კარატეზეს" მესვეურები იმედოვნებენ, რომ სერია ც-ს საგზურის მოპოვებას შეძლებენ. ამ წუთისათვის "კარატეზედე" სერია დ-ს A ჯგუფში მე-7 პოზიციაზე იმყოფება პლეი-ოფის ზონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
141557-768x432

 

სხვა სტატიები