Belive

"დრომ აჩვენა, რომ მართალი ვიყავი" - ბორდალასი მამარდაშვილის შესახებ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში, "ბილბაო" "ვალენსიას" დაუპირისპირდა. ბილბაოში, "სან მამესზე" გამართული მატჩი, ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა, რომ არა "ღამურების" ქართველი კიპერის გმირობა - მასპინძლები 3 ქულის აღებას შეძლებდნენ.

მამარდაშვილის საოცარი მოგერიება 93-ე წუთზე | VIDEO

მაქსი გომესი: ,,ბედნიერები ვართ, რომ მამარდაშვილი გვყავს”

მამარდაშვილი ბილბაოსთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა | VIDEO

  21 წლის გიორგი მამარდაშვილმა, "ბილბაოსთან" გამართულ უთანასწორო ბრძოლაში 5 ბურთის მოგერიება და კარის მშრალად შენახვა შეძლო. სრულიად დამსახურებულად, "ბილბაოსთან" გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ - გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა - ხოსე ბორდალასმა, გიორგი მამარდაშვილის შესახებ, საინტერესო კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბარში, ბორდალასმა აღნიშნა, რომ მამარდაშვილის სარეზერვო გუნდში გაშვების წინააღმდეგი იყო - ახალგაზრდა ესპანელმა სპეციალისტმა დასძინა, რომ დრომ მისი გადაწყვეტილების სისწორე გამოავლინა. ხოსე ბორდალასი: "მოვახერხე და რამდენიმე ფეხბურთელი საკუთარ შესაძლებლობებში დავარწმუნე. სამწუხაროდ, ყველა მათგანთან ამის მიღწევა შეუძლებელია - თუმცა მამარდაშვილთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მისი სარეზერვო გუნდში გაშვების. დრომ აჩვენა, რომ მართალი ვიყავი".

სხვა სტატიები