Belive

დუგლას კოშტა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დასაჯა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
16 სექტემბერს, სერია ა-ს მე-4 ტურში, ტურინის "იუვენტუსმა" - "სასულოს" უმასპინძლა და 2-1 გაიმარჯვა. მატჩის 61-ე წუთზე მოედანზე დუგლას კოშტა გამოვიდა. ბრაზილიელმა შემტევმა, 91 წუთზე სტუმართა გუნდის ფეხბურთელი ჯერ წააქცია, შემდეგ კი სახეში იდაყვი ჩაარტყა, რის გამოც მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა.
მატჩის 94 წუთზე კი, კოშტამ სტუმართა ფეხბურთელს შეაფურთხა. კოშტას ქმედება უყურადღებოდ არ დარჩენია მთავარ არბიტრს, რომელმაც "ბიანკონერის" შემტევს წითელი ბარათი უჩვენა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ, ბრაზილიელ დუგლას კოშტას, "სასუოლოს" ფეხბურთელის მიმართ ჩადენილი არასპორტული და უმსგავსო ქმედებისათვის 3 მატჩიანი  დისკვალიფიკაცია მისცა და  ჯარიმის სახით, €100000 გადახდა დააკისრა!  

სხვა სტატიები