Belive

დუშან ტადიჩმა შეიარაღებული მძარცველები მოიგერია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამსტერდამის "აიაქსის" კაპიტანი - დუშან ტადიჩი, უსიამოვნო ინციდენტის მონაწილე გახდა. ტადიჩს საკუთარ სახლთან 2 შეიარაღებული მძარცველი დაესხა თავს, რომელთაც ფეხბურთელისათვის ძვირადღირებული საათის წართმევა სურდათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანური telegraaf-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ინციდენტი დაახლოებით 2 კვირის წინ, 27 ივლისს მოხდა, თუმცა, ნიდერლანდურმა მედია საშუალებება ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაასაჯაროვეს. წყაროს მტკიცებით, ამსტერდამული გრანდის კაპიტანს მძარცველები საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. იმ დროს, როდესაც ტადიჩი ავტომობილიდან გადმოვიდა, შეიარაღებულმა მძარცველებმა ძვირადღირებული საათის წართმევა განიზრახეს - თუმცა, ამაოდ.

დუშან ტადიჩსა და მძარცველებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რა დროსაც სერბმა ფეხბურთელმა ერთ-ერთს ჩაფხუტი მოხადა და სახეში დაარტყა. ტადიჩმა თავი მახლობლად მდებარე კაფეს შეაფარა, მძარცველები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტადიჩმა ხელზე მცირე დაზიანებები მიიღო. მომხდართან დაკავშირებით ნიდერლანდელმა სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს, მაგრამ, ამ დროისათვის არავინაა დაკავებული.

სხვა სტატიები