Belive

ძაკარდო: ,,კვარაცხელია რაფაელ ლეაოს ჰგავს, ვიმედოვნებ, რომ ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ,,სკუადრა აძურასთან ერთად 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
,,კვარაცხელიას თვალს ორი წელია ვადევნებ, პირველად 2020 წელს ვნახე და ჩემზე შთაბეჭდილება მაშინვე მოახდინა. იმედი მაქვს, რომ ის საკუთარ პოზიციაზეა ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ხვიჩა ბევრს დარბის, დრიბლინგებს ასრულებს, ასეთი ფეხბურთელი იტალიაში ბევრი არ არის. ვფიქრობ, რაფაელ ლეაოს ჰგავს. ვიმედოვნებ, რომ ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება,'' - განაცხადა ძაკარდომ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიამ ,,ნაპოლისთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნეაპოლელები ,,დინამო ბათუმს” 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხვიჩას ხელფასი კი წელიწადში 1 მილიონი ევრო იქნება. კვარაცხელია საქართველოში დაბრუნებამდე ყაზანის ,,რუბინში” თამაშობდა, სადაც ჩატარებულ 73 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები